понедельник, 20 октября 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

 
   დღეს განვიხილეთ ტრენინგის მონაწილეთა მიერ დამზადებული პორტფოლიოები, მონაწილეებმა გამოთქვეს შენიშვნები  და რეკომენდაციები, აღნიშნულის   გათვალისწინებით ჩავასწორებთ  საკუთარ ნამუშევარს.

        უღრმესი მადლობა ქალბატონ შორენას საინტერესო და შინაარსიანი
   ტრენინგებისათვის.

            პატივისცემით,
                           
                                       რიტა მინესაშვილი

понедельник, 13 октября 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია


 ვისაუბრეთ თვითრეგლაციაზე, დიფერენციასა და ფასილიტაციაზე.
შევქმენით თვითშეფასების სხვადასხვა შაბლონები მოსწავლეებისთვის გადასაგზავნად.

четверг, 9 октября 2014 г.

   დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა რუბრიკები.
   
   შევაფასეთ მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნაშრომი.

                 პატივისცემით,

вторник, 7 октября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნაშრომი.

გავეცანით ინტერნეტის გამოყენების საჭიროებებს პროექტზე მუშაობისას.

               პატივისცემით,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
ვიდეოგზამკვლევების პორტალი
კონფერენციის საიტი

четверг, 2 октября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს: 1.დავასრულეთ პროექტის პრეზენტაცია Power Point-ში და ავტვირთეთ; 2.ვიმუშავეთ დროში გაწერილ შეფასების სქემაზე; 3.გავეცანით საავტორო უფლებებს. პატივისცემით,

პრეზენტაცია

вторник, 30 сентября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

 
 დღეს ვისწავლეთ:
 1. პროექტის დასაწყისში, მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად სხვადასხვა გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება.
2. რა როლი აკისრია მასწავლებელს პროექტზე მუშაობისას, როგორ ვეხმარებით მათ მიმართულების მიმცემი კითხვებით.
3. განვიხილეთ მასწავლებელთა მიერ დამზადებული პროექტების პრეზენტაციები და დავიწყეთ ჩვენი პრეზენტაციები.

           პატივისცემით,
                                 რიტა მინესაშვილი 

вторник, 23 сентября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

 დღეს ვისწავლეთ:

 1. პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩამოყალიბება;

 2. ვიმუშავეთ ბლუმის ტაქსონომიაზე;

3. შევიტანეთ მონაცემები პროექტის გეგმაში.

       აღნიშნული საკითხების შესწავლამ, დამაფიქრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან აზროვნების ყველა დონეზე მუშაობა და მასწავლებლის მხრიდან შესაბამისი კითხვების მიზნობრივად ჩამოყალიბება და მიწოდება.

   შესწავლი მასალას აქტიურად გამოვიყენებ პროექტებზე მუშაობისას.

              პატივისცემით,


четверг, 18 сентября 2014 г.


   დღეს გავეცანით მასწავლებლების მიერ შექმნილ ბროშურის ნიმუშებს, შევქმენით ჩვენი ვარიანტი. ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზეც.

     პროექტის არსი მდგომარეობს მოსწავლეთა დაინტერესებაში ქართული ენის სწავლის გაუმჯობესების კუთხით, მოტივაციის ამაღლების მიზნით. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას ჯგუფურ მუშაობაში. ტექნოლოგიების გამოყენებით მათთვის საინტერესო ინფორმაციების მოძიებას, შედარებასა და დაკვირვებაში. 

მოსწავლეები შეიძენენ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, შედარების, გრაფიკული ორგანიზატორებითა და ცხრილებით გამოსახვის, დამოუკიდებლად მუშაობისა და თანამშრომლობის, ტექნოლოგიებთან მუშაობის  უნარ-ჩვევებს.  

კითხვები არ მაქვს , მუშაობის პროცესში ყველა კითხვაზე მივიღე პასუხი.

          პატივისცემით, 
                                   რიტა მინესაშვილი