вторник, 30 сентября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

 
 დღეს ვისწავლეთ:
 1. პროექტის დასაწყისში, მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად სხვადასხვა გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება.
2. რა როლი აკისრია მასწავლებელს პროექტზე მუშაობისას, როგორ ვეხმარებით მათ მიმართულების მიმცემი კითხვებით.
3. განვიხილეთ მასწავლებელთა მიერ დამზადებული პროექტების პრეზენტაციები და დავიწყეთ ჩვენი პრეზენტაციები.

           პატივისცემით,
                                 რიტა მინესაშვილი 

вторник, 23 сентября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

 დღეს ვისწავლეთ:

 1. პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩამოყალიბება;

 2. ვიმუშავეთ ბლუმის ტაქსონომიაზე;

3. შევიტანეთ მონაცემები პროექტის გეგმაში.

       აღნიშნული საკითხების შესწავლამ, დამაფიქრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან აზროვნების ყველა დონეზე მუშაობა და მასწავლებლის მხრიდან შესაბამისი კითხვების მიზნობრივად ჩამოყალიბება და მიწოდება.

   შესწავლი მასალას აქტიურად გამოვიყენებ პროექტებზე მუშაობისას.

              პატივისცემით,


четверг, 18 сентября 2014 г.


   დღეს გავეცანით მასწავლებლების მიერ შექმნილ ბროშურის ნიმუშებს, შევქმენით ჩვენი ვარიანტი. ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზეც.

     პროექტის არსი მდგომარეობს მოსწავლეთა დაინტერესებაში ქართული ენის სწავლის გაუმჯობესების კუთხით, მოტივაციის ამაღლების მიზნით. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას ჯგუფურ მუშაობაში. ტექნოლოგიების გამოყენებით მათთვის საინტერესო ინფორმაციების მოძიებას, შედარებასა და დაკვირვებაში. 

მოსწავლეები შეიძენენ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, შედარების, გრაფიკული ორგანიზატორებითა და ცხრილებით გამოსახვის, დამოუკიდებლად მუშაობისა და თანამშრომლობის, ტექნოლოგიებთან მუშაობის  უნარ-ჩვევებს.  

კითხვები არ მაქვს , მუშაობის პროცესში ყველა კითხვაზე მივიღე პასუხი.

          პატივისცემით, 
                                   რიტა მინესაშვილი