воскресенье, 19 апреля 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია


        დღეს, ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე იყო, ისეთივე საინტერესო და ნაყოფიერი, როგორიც ყველა წინა დღე.

  მოვისმინეთ, მსმენელების მიერ მომზადებული, საკმაოდ საინტერესო ნამუშევრების პრეზენტაცია. პრეზენტაციის მიმდინარეობისას მივხვდი, რომ ჩემი შეფასების რუბრიკები საჭიროებს გადახედვას და ჩასწორებებს.

   დღის ბოლოს ტრენერმა გვასწავლა, თუ როგორ უნდა აგვეტვირთვა ჩვენი პრეზენტაცია და საქაღალდე ბლოგზე.

       უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს.


                  პატივისცემით,

                                         რიტა მინესაშვილი

суббота, 18 апреля 2015 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს, პროექტის გეგმაში შევავსეთ გრაფები, თუ რა დიფერენცირებულ დავალებებს მივცემთ მოსწავლეებს.
შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო; განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების მიერ შესასრულებული დავალებები. ასევე, დავიწყეთ და სახლში დავასრულებთ მოსწავლის მიერ შესრულებული პრეზენტაციისათვის "ხარაჩოს".

воскресенье, 5 апреля 2015 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

     ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე: მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად, ჯგუფური მუშაობისთვის, თვითშეფასებისთვის, თანატოლთა უკუკავშირისთვის, შუალედური და საბოლოო მონიტორინგისთვის, ინდივიდუალური შეფასებისთვის ...


შეფასების ფორმების უკეთ გასაგებად და შესავსებად კიდევ ერთხელ უნდა გადავხედო გავლილ მასალას.

суббота, 4 апреля 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია


დღეს, მესამე მოდულიდან განვიხილეთ საავტორო უფლებები. გადმოვწერეთ შაბლონი, სადაც შევიტანთ გამოყენებული ლიტერატურის  ჩამონათვალს (ვებ-გვერდები, წიგნები და ა.შ).

მეოთხე მოდულიდან გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომებს.

დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის მიერ შესაქმნელ სავარაუდო ნაშრომზე.



воскресенье, 29 марта 2015 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

     დღეის ჩათვლით შექმნილი მაქვს  ბუკლეტი, არჩეული მაქვს თემა "მწერები" ჩვენი  საქაღალდე  დამატებითი საქაღალდეებით, სხვადასხვა რესურსებისთვის. პროექტის გეგმაში შევსებული გვაქვს გრაფები: თემის შინაარსი, მიზნები და ამოცანები, 21-ე
საუკუნის უნარები, სტანდარტები,  მიმართულების საკვანძო კითხვები. ჩავწერეთ თუ რას ვაკეთებთ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე (შეგვაქვს წინარე ცოდნის დასადგენი გრაფიკული მაორგანიზებელი და შესაბამისი შეფასების რუბრიკა), შევავსეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი.     ვიმუშავეთ ბლოგზე (დალინკვა, დიზაინი, ფოტოები...) . 

    მოსწავლეებისათვის ვაპირებ ელექტრონული წიგნის შექმნას "რწყილი და ჭიანჭველა".
გარდა კითხვის უნარისა რა უნარები შეიძლება შევაფასო ამ ტექსტის გაცნობის შემდეგ?



суббота, 28 марта 2015 г.

მოთ


დღეს, ჩამოვყალიბდით მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე.

გავეცანით, ვისაუბრეთ მეთოდებზე, რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე  მუშაობისას.  მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად ჩაფიქრებული მქონდა გონებრივი იერიშის გამოყენება.  გადავიფიქრე, რადგან უფრო მეტად მომეწონა განხილული გრაფიკული ორგანაიზერი- ვ.მ.ვ.

ასევე ვისაუბრეთ შეფასების სქემებზე, რომლებსაც გამოვიყენებთ აქტივობების შესაფასებლად.

     უღრმესი მადლობა ტრენერს ყურადღებისა და ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.



               პატივისცემით,

                             რიტა მინესაშვილი


              

воскресенье, 22 марта 2015 г.

მესამე დღე


 დღეს, ნაწილობრივ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. შევავსეთ გრაფები: თემის შინაარსი, სტანდარტები და ინდიკატორები და ა.შ

პროექტის მიზნების დასაწერად განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომია.

ვიმუშავეთ საკვანძო კითხვების შედგენაზე, თუმცა, ვფიქრობ, რომ კითხვების დასახვეწად უნდა წავიკითხო ვიუერში არსებული მასალა. საინტერესო იყო ამ საკითხთან დაკავშირებით ტრენერის მითითებებიც.